არქივი23 აპრილი, 2024, 15:37
კომანი საფრანგეთის ნაკრებს ევრო 2024-ზე ვერ დაეხმარება
"კიოლნთან" მატჩში ტრავმა მიიღო "ბაიერნის" ნახევარმცველმა კინგსლი კომანმა. შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ 27 წლის ფეხბურთელი მწყობრში ჩადგომას და საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობაში ევროპირველობაზე მონაწილეობას შეძლებდა, თუმცა ბოლო ინფორმაციით, ის ამას ვერ მოახერხებს.
საფრანგეთის ეროვნულ გუნდში ევრო 2024-ზე კომანს მუსა დიაბი (ასტონ ვილა) ან ბრედლი ბარკოლა (პსჟ) შეცვლის.
კომანმა ამ სეზონში 27 მატჩში 5 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.
არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.