კოლსი პაპუაშვილს: ყველაზე დიდი პატივი, რომელსაც სავარაუდოდ ელოდებით, არის სტიპენდია ურალის სამთო უნივერსიტეტში

“ყველაზე დიდი პატივი, რომელსაც სავარაუდოდ ელოდებით, არის სტიპენდია ურალის სახელმწიფო სამთო უნივერსიტეტში”, – ასე მიმართავს ევროპარლამენტარი, რიჰარდ კოლსი, შალვა პაპუაშვილს, რომელმაც მაკკეინის ინსტიტუტი სალომე ზურაბიშვილისთვის სტიპენდიის მინიჭების გამო გააკრიტიკა.

ევროპარლამენტარის თქმით, მაკკეინის ინსტიტუტში სტიპენდია დამსახურებული აღიარებაა საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილისთვის.

“მაკკეინის ინსტიტუტში სტიპენდია დამსახურებული აღიარებაა საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილისთვის.

იმავდროულად, იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად სწრაფად მიდიხარ ორკისტანის ორბიტაში, შალვა პაპუაშვილო, ყველაზე დიდი პატივი, რომელსაც სავარაუდოდ ელოდებით, არის სტიპენდია ურალის სახელმწიფო სამთო უნივერსიტეტში”, – წერს კოლსი იქსზე.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა ვაჩეიშვილი: რა ოჯახის სიწმინდე – ახალგაზრდებს ოჯახს აცილებთ, სცემთ, აჯარიმებთ, ციხეში სვამთ, ბავშვებს წამალს არ აძლევთ, დედებს საქართველოდან უცხო ოჯახებში მიერეკებით სარჩოს საძებნად…

კახა ჯაფარიძე: ოჯახის შექმნას და ბავშვის ყოლას ახალისებს სტაბილური შემოსავალი, როცა იცი, რომ ხვალ სამსახურიდან უმიზეზოდ არ გაგაგდებენ. ასევე ხელმისაწვდომი საცხოვრებელი და არა 30-წლიანი იპოთეკა დოლარში