ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კოლორადოს სავაჭრო ცენტრში სროლას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, 3 კი დაშავდა

კოლორადოში, სავაჭრო ცენტრში შობის ღამეს შეიარაღებულ თავდასხმას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, 3 კი დაშავდა. ამის შესახებ კოლორადოს პოლიციამ განაცხადა.
პოლიციის ცნობით, სავაჭრო ცენტრში სროლა მას შემდგე დაიწყო რაც ორ ჯგუფს შორის დაპირისპირება მოხდა. ერთი ადამიანი ადგილზევე გარდაიცვალა. ორი პირი ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული მძიმე ჭრილობებით, ერთი კი მსუბუქი დაზიანებებით ადგილობრივ საავადმყოფოში იმყოფება.
"სავაჭრო ცენტრი ამჟამად დახურულია. ამ დროისთვის საზოგადოებისთვის ცნობილი საფრთხე არ არსებობს", - აცხადებენ პოლიციაში.
დაკავებულია რამდენიმე ადამიანი.

არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.