კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ არ მივცემთ საშუალებას, რომ შეურაცხყოფა მიაყენონ პოლიციელებს, მოსამართლეებს, ყველა ასეთი სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული სამართალდარღვევა იქნება უმკაცრესად დასჯილი

კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ არ მივცემთ საშუალებას, რომ შეურაცხყოფა მიაყენონ პოლიციელებს, მოსამართლეებს, ყველა ასეთი სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული სამართალდარღვევა იქნება უმკაცრესად დასჯილი
კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ არ მივცემთ ჩვენ საშუალებას, რომ შეურაცხყოფა მიაყენონ პოლიციელებს, მოსამართლეებს, ყველა ასეთი სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული სამართალდარღვევა იქნება უმკაცრესად დასჯილი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ბათუმში განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, კანონმდებლობა, რომელიც დაინიცირდა, ეძღვნება იმას, რომ საქართველოში ადამიანებს არ უნდა ჰქონდეთ სიძულვილის გავრცელების, ტირაჟირების, ადამიანების შეურაცხყოფის საშუალება.
„კანონმდებლობა, რომელიც დაინიცირდა, ეძღვნება იმას, რომ საქართველოში ადამიანებს არ უნდა ჰქონდეთ სიძულვილის გავრცელების, ტირაჟირების, ადამიანების შეურაცხყოფის საშუალება. ამით როცა არიან შეშფოთებულები კონკრეტული ევროპელი ბიუროკრატები, ეს არის გამაოგნებელი ჩვენთვის. ისინი მხარს უჭერენ სიძულვილს, შეურაცხყოფას, ეს ხომ არანორმალური მოვლენაა. ამას ევროპასთან არავითარი კავშირი არ აქვს.
ჩვენი სახელმწიფო მოიმოქმედებს ყველაფერს, იმისთვის, რომ არ დაუშვას ქვეყანაში სიძულვილის გავრცელება.
კატეგორიულად მიუღებელია სიძულვილი და შეურაცხყოფა ყველამ უნდა შეინახოს თავისთვის. მითუმეტეს, კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ არ მივცემთ ჩვენ იმის საშუალებას, რომ შეურაცხყოფა მიაყენონ პოლიციელებს, მოსამართლეებს.
ყველა ასეთი სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული სამართალდარღვევა იქნება უმკაცრესად დასჯილი. არ შეიძლება, ოთხმა ასეულმა „ნაციონალმა“ პრობლემების შექმნა სცადოს ოთხი მილიონი ჩვენი თანამოქალაქისთვის. ოთხი ასეული ადამიანი ოთხ მილიონ ადამიანს პრობლემას ვერ შეუქმნის. ჩვენი პასუხისმგებლობაა ამ ოთხივე მილიონი ადამიანის წინაშე.
ჩვენ გვყავს 3 700 000 მოქალაქე, თითოეული მათგანის მიმართ ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ მათ ოთხმა ასეულმა „ნაციონალმა“ არავითარი პრობლემა არ შეუქმნას. ჩვენ მივდივართ სწორი მიმართულებით. რადიკალური ოპოზიცია გაძევებულ იქნა პარლამენტიდან, მათ თვითონ დაწერეს განცხადებები ამასთან დაკავშირებით. მე მგონი არც ელოდნენ, რომ ეს განცხადებები დაკმაყოფილდებოდა, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნა მიღებული. რა თქმა უნდა, არც ერთი „ნაციონალის“ ადგილი არ არის საქართველოს პარლამენტში. მე დიდი იმედი მაქვს, რომ დარჩენილი 12 „ნაციონალიც“ დატოვებს საქართველოს პარლამენტს“, – განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ტაჯიკეთის პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე – დღეს გადადგმული ნაბიჯები ნამდვილად შექმნის იმის საფუძველს, რომ ორ ქვეყანას შორის შემდგომში კიდევ უფრო განვითარდეს ურთიერთობები სტრატეგიულად

ირაკლი კობახიძე – ტაჯიკეთის რესპუბლიკაში პირველი მაღალი დონის ვიზიტის ფარგლებში შევხვდი პრეზიდენტ ემომალი რაჰმონს, დელეგაციებთან ერთად პროდუქტიული დისკუსია გავმართეთ ვაჭრობის, ტრანსპორტის, დაკავშირებადობისა და საერთო ინტერესების სხვა სფეროებში თანამშრომლობის გაფართოებაზე

ვარლამ ლიპარტელიანი: გამორჩეული შეხვედრა იყო იმით, რომ ახალგაზრდებმა ისაუბრეს ყველა იმ საკითხზე, რაც მათთვის მნიშვნელოვანია. დარწმუნებული ვარ განსაკუთრებული შეხვედრა იქნება თბილისში