კოლექტიურმა “ნაცმოძრაობამ” პოლიტიკა ნაძირლების თავშესაფრად გადააქცია – აუცილებლობამ მოიტანა, რომ გაიმართოს ქართული “ნიურნბერგის პროცესი“, რომელზეც პოლიტიკურ-სამართლებრივი ვერდიქტი მიიღება –

„კოლექტიურმა “ნაცმოძრაობამ” პოლიტიკა ნაძირლების თავშესაფრად გადააქცია და პარაზიტიზმი, რომლითაც დღევანდელი კვაზი-ოპოზიცია იკვებება, სულ უფრო და უფრო საზიანო ხდება საქართველოს სუვერენიტეტისა და ეროვნული ინტერესებისთვის”, – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი .
ქადაგიძე „ხალხის ძალის“ დღევანდელ განცხადებას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ 2024 წლის არჩევნები იძლევა უნიკალურ შანსს, სრულიად გადაიტვირთოს ქართული პოლიტიკა – პარაზიტიზმი, აგენტოკრატია და კვაზი-ოპოზიციონიზმი უნდა დასრულდეს.
„კოლექტიურმა „ნაცმოძრაობამ“ პოლიტიკა ნაძირლების თავშესაფრად გადააქცია და პარაზიტიზმი, რომლითაც დღევანდელი კვაზი-ოპოზიცია იკვებება, სულ უფრო და უფრო საზიანო ხდება საქართველოს სუვერენიტეტისა და ეროვნული ინტერესებისთვის.
აუცილებლობამ მოიტანა, რომ გაიმართოს ქართული “ნიურნბერგის პროცესი”, სადაც კოლექტიური “ნაცმოძრაობის” მიმართ მოხდება პოლიტიკურ-სამართლებრივი ვერდიქტის გამოტანა.
2024 წლის არჩევნები იძლევა უნიკალურ შანსს, სრულიად გადაიტვირთოს ქართული პოლიტიკა. პარაზიტიზმი, აგენტოკრატია და კვაზი-ოპოზიციონიზმი უნდა დასრულდეს. პროცესის დაწყების წინაპირობა, ეროვნული ინტერესების გარშემო გაერთიანება, არჩევნებში მაქსიმალური ჩართულობა და რაციონალური გადაწყვეტილების დაფიქსირებაა.
ყველაზე ძლიერი ბერკეტი უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს აქვს და, შესაბამისად, პარლამენტმა უნდა შექმნას მექანიზმი, რომელიც პოლიტიკურ, დეკლარირებულ დასკვნას გამოუტანს კოლექტიურ ნაცმოძრაობას და, შესაბამისად, დაიწყება სამართლებრივი შეფასება, თუ როგორ მავნებლობდნენ, პარაზიტობდნენ და როგორ ემსახურებოდნენ სხვა ქვეყნის ინტერესებს ხელისუფლებაში და შემდეგ – ოპოზიციაში ყოფნისას!“- წერს ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულებზე – ეს უნდა იყოს ნიშანი, გნებავთ გაფრთხილება, ყოველგვარი მუქარის გარეშე, საიმისოდ, რომ ჩვენს ქვეყანაში, ერთხელ და სამუდამოდ, ვერც ერთმა სხვა ქვეყნის ფარულმა წარმომადგენელმა თავი დაცულად ვერ იგრძნოს, ქართული სახელმწიფო ასეთი ძლიერი ამ მიმართულებითაც არასდროს ყოფილა

ლევან მახაშვილი: საყურადღებო დისკუსიები შედგა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში. მსოფლიო გეოპოლიტიკური გარდაქმნები ახალ ფაზაში გადავიდა, ამ ისტორიულ მომენტში კი ევროპა კვლავ საკუთარი თავის ძიებაშია