კოლექტიური დასავლეთი ყურის აწევის პოლიტიკით გვესაუბრება, მაშინ როცა აშშ-ში 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გამო ტრამპის მომხრეთა აქციაზე რეაგირება პროტესტანტებთან დიალოგის ნაცვლად იყო რეპრესიები

კოლექტიური დასავლეთი ყურის აწევის პოლიტიკით გვესაუბრება, მაშინ როცა აშშ-ში 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გამო ტრამპის მომხრეთა აქციაზე რეაგირება პროტესტანტებთან დიალოგის ნაცვლად იყო რეპრესიები
„ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნები იყო მაღალ დონეზე ადმინისტრირებული და დარღვევები რომლებიც გამოვლინდა იმდენად უმნიშვნელოა, რომ გავლენას არ ახდენს არჩევნების საერთო შედეგებზე.
მისივე თქმით, კოლექტიური დასავლეთი, დიდი ძმა ყურის აწევის პოლიტიკით გვესაუბრება, მაშინ როცა მაგალითად ამერიკის შეერთებულ შტატებში 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გამო ტრამპის მომხრეთა აქციაზე (ე.წ. კაპიტოლიუმის შტურმი) რეაგირება პროტესტანტებთან დიალოგის ნაცვლად იყო რეპრესიები პირდაპირი მნიშვნელობით.
„2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნები იყო მაღალ დონეზე ადმინისტრირებული. დარღვევები რომლებიც გამოვლინდა იმდენად უმნიშვნელოა, რომ გავლენას არ ახდენს არჩევნების საერთო შედეგებზე.
კოლექტიური დასავლეთი, დიდი ძმა ყურის აწევის პოლიტიკით გვესაუბრება, მაშინ როცა მაგალითად ამერიკის შეერთებულ შტატებში 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გამო ტრამპის მომხრეთა აქციაზე (ე.წ. კაპიტოლიუმის შტურმი) რეაგირება პროტესტანტებთან დიალოგის ნაცვლად იყო რეპრესიები პირდაპირი მნიშვნელობით (როგორც რეალურ, ასევე ციფრულ გარემოში):
პოლიციელმა მოკლა კაპიტოლიუმის შტურმის მონაწილე ეშლი ბებიტი, როდესაც ეს უკანასკნელი ცდილობდა გატეხილი მინის ქვეშ გამძვრალიყო.
ტეხასელ გაი რეფიტს 7 წლითა და 3 თვით პატიმრობა მიესაჯა ბრალდებით, რომ თან ჰქონდა იარაღი, ხოლო დემონსტრანტებს მოუწოდებდა კაპიტოლიუმის შენობაში შეჭრისაკენ;
პენსილვანიელ დემონსტრანტს, იმისათვის რომ პოლიციელს სკამი ჩაარტყა და პოლიციელების წინ წიწაკის სპრეი გააფრქვია, 14 წლით პატიმრობა მიესაჯა და ასე შემდეგ, ეს არ არის სრული ჩამონათვალი.
აი ასეთი სამართალი აქვს კოლექტიურ დასავლეთს და ამ დროს ჩვენ მართლაც სამართლიან პროცესებზე თვალში თითს გვთხრიან!“ – წერს თამთა მეგრელიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

კირცხალია ფონდ „ქართუზე“ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციაზე: უსუსური ტყუილია – საუბარია საქველმოქმედო ფონდზე, რომელმაც ასესხა თანხა თავის მეორე კომპანიას და იგივე კომპანია აბრუნებს უკან სიმბოლური პროცენტით, რომელი თანხაც თავისივე პროცენტით, ასევე ქველმოქმედებას უნდა მოხმარდეს

არჩილ გორდულაძე მამუკა მდინარაძის შესახებ აგორებულ პროპაგანდისტულ კამპანიაზე: რა უფრო ლოგიკურია, რამდენიმე ადამიანისგან შემდგარი აპარატი შექმნილიყო, თუ 300 კაციანი მთავრობის ადმინისტრაცია უზრუნველყოფდეს ყველა საჭიროებას