ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კოლეგის სექსუალურ შევიწროებასა და ადევნებაში ბრალდებულ პედაგოგს, აღკვეთის ღონისძიების სახით, 2000-ლარიანი გირაო შეეფარდა

კოლეგის შევიწროებაში ბრალდებულ პედაგოგს სასამართლომ, აღკვეთის ღონისძიების სახით, 2000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ არ გაითვალისწინა ბრალდების შუამდგომლობა და აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა არ გამოიყენა, მოსამართლემ ასევე არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა მისი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ.
სხდომას ესწრებოდა თავად ბრალდებული. მისი თქმით, საქმეში არ არსებობდა არცერთი მტკიცებულება და მის წინააღმდეგ ცილისწამება მისი თანამდებობის მიმართ სხვის ინტერესს უკავშირდება. ბრალდების მხარე გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.
საქმე ეხება თერჯოლის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მომხდარ ფაქტს. სკოლის პედაგოგი მისსავე კოლეგას სექსუალურ შევიწროებასა და დევნაში ადანაშაულებს.

არქივის შესახებპირველწყარო: rustavi2.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 31 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.