არქივი25 მარტი, 2025, 22:07
„კოლეგებს მოვუწოდებ შემომიერთდნენ „MEGOBARI აქტის“ მხარდაჭერაში“ - ჯინ შაჰინი

ქართველი ხალხის გვერდით ვდგავარ და ჩემს კოლეგებს მოვუწოდებ, შემომიერთდნენ “MEGOBARI აქტის” მხარდაჭერაში, - ამის შესახებ აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის ერთ-ერთი ლიდერი, სენატორი ჯინ შაჰინი (დემოკრატიული პარტია) X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
“დემონსტრანტები აგრძელებენ მშვიდობიან მოძრაობას დემოკრატიისა და საქართველოს ევროპული მომავლის მხარდასაჭერად. ქართველი ხალხის გვერდით ვდგავარ და ჩემს კოლეგებს მოვუწოდებ შემომიერთდნენ “MEGOBARI აქტის” მხარდაჭერაში”, - წერს შაჰინი.
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.