კოკა ქამუშაძე: თავისუფლებას ვერაფერი დაამარცხებს და მაღალ სცენაზე მხოლოდ რისკს და სითამამეს აჰყავხარ

მწერალი კოკა ქამუშაძე:
ეს ამბავი დაახლოებით ერთი წლის წინ დაიწყო. დაიწყო ნდობით, სითამამით, რისკით, სიგიჟით.
ნდობით და რწმენით იმისა, რომ ვერავინ გადაიღებს ფილმს თავისუფლებაზე ისე მძაფრად, როგორც ადამიანი, რომელიც ამ თავისუფლების სიყვარულისთვის იხდის სასჯელს და ვერავინ ითამაშებს ისე ბუნებრივად როლს, როგორც მსახიობი, რომელიც თავისუფლების სიყვარულისთვის ზის ციხეში.
ამ ნდობით დაიწყეს ჩიტებმა ფრენა.
ამ ნდობის და სითამამის გამო დგას Ano Gogichadze ახლა ამ სცენაზე და იღებს ჯილდოს, რომელიც წინა წლებში Google-ის, Microsoft-ის, NY Times-ის მარკეტინგის დირექტორებმა მიიღეს.
ასეა მეგობრებო, თავისუფლებას ვერაფერი დაამარცხებს და მაღალ სცენაზე მხოლოდ რისკს და სითამამეს აჰყავხარ.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ე.წ. პრეზიდენტი სამძიმარზე თეირანში მიემგზავრება, ე.წ. პრემიერი აშშ-თან გადატვირთვაზე საუბრობს – ეს პოლიტიკური სიბეცისა და შიზოფრენიის მკაფიო გამოხატულებაა

ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 70-ზე მეტი რაკეტა და 500 დრონი გამოიყენა – მნიშვნელოვანია, რომ ანტიბალისტიკური შესაძლებლობების წარმოების შესახებ შეთანხმებების განხორციელებაში პროგრესს მივაღწიოთ