ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კოკაინი ლეგალური უნდა იყოს, ვისკიზე უარესი არაა - კოლუმბიის პრეზიდენტი (forbs.ge)

კოკაინი ლეგალური უნდა იყოს, ვისკიზე უარესი არაა - კოლუმბიის პრეზიდენტი (forbs.ge)

“კოკაინი ვისკიზე უარესი არაა და მხოლოდ იმიტომაა აკრძალული, რომ ლათინური ამერიკიდან მოდის”, — განაცხადა კოლუმბიის პრეზიდენტმა გუსტავო პეტრომ მთავრობის სხდომაზე, რომელიც პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.
კოლუმბია კოკაინის ყველაზე დიდი მწარმოებელი და ექსპორტიორია, ძირითადად შეერთებულ შტატებსა და ევროპაში.
ექვსსაათიან შეხვედრაზე მემარცხენე პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მისი განცხადება სამეცნიერო კვლევებს ეყრდნობა და დაამატა, რომ კოკაინთან დაკავშირებული ქსელები “მარტივად ჩამოიშლებოდა”, კოკაინი მსოფლიოს მასშტაბით ლეგალური რომ იყოს: “თუ მშვიდობა გვინდა, ამისთვის ამ ბიზნესს (ნარკოტიკებით ვაჭრობა) ფარდა უნდა აეხადოს. ეს მარტივად მოხერხდებოდა, თუ კოკაინი მთელ მსოფლიოში ლეგალური გახდებოდა. მას ისე გაყიდდნენ, როგორც ღვინოს”.
პეტრომ ასევე ხაზი გაუსვა, რომ ფენტანილი, რომელიც “ამერიკელებს კლავს”, კოლუმბიაში არ მზადდება. ამ ოპიოიდის გამო აშშ-ში ყოველწლიურად სიკვდილის 75 000 შემთხვევა ფიქსირდება.
როგორც გაეროს ნარკოდანაშაულის ოფისი აცხადებს, კოკაინის წარმოებამ კოლუმბიაში 2023 წელს რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, წინა წელთან შედარებით 53 პროცენტით მოიმატა და 2,600 ტონას გადააჭარბა.
წყარო: forbs.ge

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.