არქივი10 იანვარი, 2024, 21:07
კოვტალიუკი "დილადან" "ვორსკლაში" გადავიდა, რომელსაც ზაფხულში ორი გოლი გაუტანა
28 წლის უკრაინელმა თავდამსხმელმა ნიკოლაი კოვტალიუკმა "დილა" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა და "ვორსკლაში" გადავიდა.
პოლტავური კლუბი კოვტალიუკს ჯერ კიდევ ზაფხულში შეუთანხმდა, ახლა კი კონტრაქტი 2025 წლის ბოლომდე გაუფორმა და გუნდს თურქულ შეკრებაზე შეუერთდა, რომლის რიგებში 22-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
კოვტალიუკმა წელს "დილას" შემადგენლობაში "ვორსკლას" კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის ორივე მატჩში გაუტანა გოლი.
არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.