კოვიდის ვაქცინები გულის პრობლემების რისკს ამცირებს — კვლევა

ადამიანიSci-Techმეცნიერება
კოვიდის ვაქცინები გულის პრობლემების რისკს ამცირებს — კვლევა
ფოტო: Getty
2
წაკითხვა
ახალი კვლევის თანახმად, ბოლოდროინდელ კოვიდის ვაქცინას შეიძლება მოულოდნელი გვერდითი ეფექტებიც ახლდეს თან: გულის შეტევებისა და ინსულტის შემცირებული რისკი.
კვლევაში მილიონზე მეტი ვეტერანი მონაწილეობდა, რომლებმაც 2024 წელს გრიპის ვაქცინა გაიკეთეს. ვეტერანების დაახლოებით მესამედმა კოვიდის ვაქცინაც მიიღო.
ცნობილია, რომ SARS-CoV-2-თან ერთად სხვა ინფექციის არსებობა გულის პრობლემებს ამწვავებს. აღმოჩნდა, რომ აცრიდან 8 თვეში იმ ვეტერანებს, რომლებიც კოვიდზეც აცრეს, კორონავირუსთან დაკავშირებული გულის შეტევები ან ინსულტი დაახლოებით 38%-ით უფრო ნაკლებად დაემართათ. ეს კანონზომიერება განსაკუთრებით 75 წელს გადაცილებულ პირებში და იმ ვეტერანებში გამოიკვეთა, რომლებსაც ქრონიკული დაავადებები (მაგალითად, თირკმლის ან ფილტვის) ჰქონდათ.
მეცნიერთა გასაკვირად, კოვიდის აცრამ ნებისმიერი ტიპის გულის პრობლემა 24%-ით შეამცირა, ე.ი. არამხოლოდ კოვიდთან დაკავშირებული. ამ მიგნების სწორად გამოყენებით შეიძლება წლიურად მილიონ ადამიანზე 2400 სიკვდილი ავიცილოთ თავიდან.
შეიძლება მოისმენთ, რომ კოვიდის ვაქცინა მიოკარდიტს (გულის კუნთის ანთებას) იწვევს. ეს გვერდითი ეფექტი იშვიათად მართლაც ვლინდება (განსაკუთრებით ახალგაზრდა კაცებში), თუმცა მიოკარდიტს თავად კოვიდი გაცილებით უფრო ხშირად იწვევს, ვიდრე აცრა.
მკვლევრების თქმით, კოვიდსა და გულის პრობლემებს შორის რამდენიმე შესაძლო კავშირი არსებობს. მათ შორისაა ინფექციით გამოწვეული ანთება და გულის ქსოვილების პირდაპირი დაზიანება. გარდა ამისა, ინფექცია ხანგრძლივი კოვიდის ან სხვა გახანგრძლივებული სიმპტომების რისკსაც ზრდის. ამ ყველაფრის მიუხედავად, ხანდაზმულები კოვიდის აცრას გაცილებით ნაკლებად იკეთებენ, ვიდრე გრიპისას.
კიდევ ერთი კვლევის თანახმად, 2024-2025 წლების კოვიდის ვაქცინებმა ამერიკელებში გადაუდებელი ჰოსპიტალიზაციის საჭიროება მნიშვნელოვნად შეამცირა და ზრდასრულებში კრიტიკული დაავადებების რისკი 41%-ით დაწია.
მსგავსი კვლევა ევროპაშიც ჩატარდა: 60 წელს გადაცილებულ ზრდასრულებში 2025-2026 წლების კოვიდის ვაქცინებმა აცრიდან 2 თვეში სიმპტომური კოვიდის განვითარების რისკი 55%-ით შეამცირა. ვაქცინებს იმისთვის აახლებენ, რომ შედარებით ახალ ვარიანტებსაც მოარგონ. სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი ახალი თაობის ვაქცინებითაც ავიცრათ, განსაკუთრებით ის ადამიანები, ვინც მაღალი რისკის ქვეშ არიან.
ნაშრომი გამოცემაში JAMA Internal Medicine გამოქვეყნდა.
თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.
კომენტარები
კვირის ტოპ-5
ხელოვნურმა ინტელექტმა სამყარო შეისწავლა და ფიზიკოსებს მოულოდნელი პრობლემა შეუქმნა4058 ნახვა
მეცნიერებმა ადამიანების სიარულში უჩვეულო კანონზომიერება გამოავლინეს — კვლევა3102 ნახვა
2030 წლისთვის -ის იმდენივე წყალი დასჭირდება, რამდენიც 1.3 მილიარდ ადამიანს1467 ნახვა
მეცნიერებმა აუტიზმის ორი განსხვავებული ქვეტიპი გამოავლინეს1361 ნახვა
შეისწავლეს კოსმოსური ქარი, რომელიც გალაქტიკებს მთლიანად ანადგურებს1269 ნახვა
გირჩევთ
გადახედვა
მეცნიერება
რატომ კბენენ კოღოები ზოგიერთ ადამიანს უფრო ხშირად, ვიდრე სხვებს
რატომ კბენენ კოღოები ზოგიერთ ადამიანს უფრო ხშირად, ვიდრე სხვებს
გადახედვა

ტვინის იმპლანტანტმა პარალიზებულ კაცს კვლავ საკუთარი ხმით ლაპარაკის საშუალება მისცა
ტვინის იმპლანტანტმა პარალიზებულ კაცს კვლავ საკუთარი ხმით ლაპარაკის საშუალება მისცა
გადახედვა
კოსმოსი
შეიძლება იუპიტერის თანამგზავრზე დედამიწიდან სიცოცხლე მოხვედრილიყო — ზაზა ოსმანოვის კვლევა
შეიძლება იუპიტერის თანამგზავრზე დედამიწიდან სიცოცხლე მოხვედრილიყო — ზაზა ოსმანოვის კვლევა
გადახედვა
ისტორია
1000 წელი ომის გარეშე? — ისტორია ამერიკის უძველესი ცივილიზაციის აღმავლობასა და დაცემაზე
1000 წელი ომის გარეშე? — ისტორია ამერიკის უძველესი ცივილიზაციის აღმავლობასა და დაცემაზე
Paleo
ტესტი: გამოიცანი დინოზავრი სურათით
ტესტი: გამოიცანი დინოზავრი სურათით
გადახედვა
მეცნიერება
როგორ მუშაობს გულის პატარა მოწყობილობა, რომელმაც კრისტიან ერიქსენის სიცოცხლე იხსნა
როგორ მუშაობს გულის პატარა მოწყობილობა, რომელმაც კრისტიან ერიქსენის სიცოცხლე იხსნა
გადახედვა
კოსმოსი
რა არის Helium-3 და რამდენად შესაძლებელია მთვარეზე მისი მოპოვება
რა არის Helium-3 და რამდენად შესაძლებელია მთვარეზე მისი მოპოვება
გადახედვა
კოსმოსი
ახალი ჰიპოთეზის თანახმად, მომაკვდავ ვარსკვლავში შეიძლება “მინი სამყარო” წარმოიქმნას
ახალი ჰიპოთეზის თანახმად, მომაკვდავ ვარსკვლავში შეიძლება “მინი სამყარო” წარმოიქმნას
გადახედვა
ჭკვიანი მოწყობილობები
Meta ამერიკელ უსინათლო ვეტერანებს ჭკვიან სათვალეებს დაურიგებს
Meta ამერიკელ უსინათლო ვეტერანებს ჭკვიან სათვალეებს დაურიგებს
გადახედვა
ინტერნეტი
როგორ მოწყვიტა FSB-მ ინტერნეტს
როგორ მოწყვიტა FSB-მ ინტერნეტს