„კოდას“ წარმოების დირექტორი – ჩვენი მხრიდან მოხდა ფასის კლება და არ გვინდა, ფასის შემცირება იყოს მხოლოდ კომპანიის, მწარმოებლის ხარჯზე – კომპლექსური მუშაობაა საჭირო, მზად ვართ, ნებისმიერ ფორმატში ჩართულები ვიყოთ

კომპანია „კოდას“ წარმოების დირექტორმა, გიორგი ავალიანმა სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე განაცხადა, რომ მზად არიან ნებისმიერ ფორმატში ჩაერთონ.
მისი განცხადებით, მწარმოებლებს არ სურთ, რომ ფასების შემცირება მხოლოდ მათ ხარჯზე მოხდეს და ამისათვის საჭიროა კომპლექსური მუშაობა.
„ჩვენი კომპანიის სახელით მინდა გითხრათ, რომ ნებისმიერ ფორმატში, ნებისმიერ საკითხზე გახსნილი რიცხვებით შეგვიძლია, რომ ჩართულები ვიყოთ ამ პროცესში. ჩვენი მხრიდან მოხდა ფასის კლება და არ გვინდა, რომ ფასის შემცირება იყოს მხოლოდ კომპანიების, მწარმოებლის ხარჯზე, ამისთვის კომპლექსური მუშაობა არის საჭირო, შესაბამისად ჩვენ მზად ვართ, ნებისმიერ ფორმატში ჩართულები ვიყოთ“, – განაცხადა გიორგი ავალიანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – გთავაზობთ ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტს – როცა 5 პუნქტზე პასუხს გავცემთ პროპაგანდას ჭოჭმანის და ენის მოჩლექის გარეშე, შევძლებთ გადავიდეთ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხზე, ხოლო +1 პუნქტია – საქართველო ივანიშვილის გარეშე!

არჩილ ჩუხრუკიძე: როცა ჯან-დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მილიონების გაფლანგვისთვის გირაოთია გამოშვებული, გიორგი ჩახუნაშვილი საპყრობილეში უნდა მოხვდეს. იმედია სამედიცინო საზოგადოება ჯეროვნად შეაფასებს ამ საკითხს

პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ,,თეთრი არწივის” ორდენის ჩამორთმევის შემდეგ, ჯილდოზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ვიქტორ იუშჩენკომ და ლეონიდ კუჩმამაც თქვეს