ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კობი-გუდაურის გზაზე მოძრაობა პარალიზებულია - ინტენსიური თოვის გამო, მსუბუქ ავტომანქანებს გადაადგილება უჭირთ

რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო კობი-გუდაურის გზაზე მოძრაობა პარალიზებულია. მიუხედავად იმისა, რომ მსუბუქი ავტომობილებით მოძრაობა შეზღუდული არ არის, ინტენსიური თოვის გამო, ავტომობილებს გადაადგილება უჭირთ.
გზის გასაწმენდად მუშაობს მძიმე ტექნიკაც.
შეგახსენებთ, რომ კობი-გუდაურის გზაზე გარკვეული შეზღუდვები მოქმედებს. თოვის და ლიპყინულის გამო აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა. გზის ამ მონაკვეთზე მანქანები ზვავდამცავი გვირაბების გავლით გაუჩერებლად გავლის რეჟიმში მოძრაობენ. მიმოსვლას საპატრულო პოლიცია აკონტროლებს. მძღოლები გზის გახსნას ელოდებიან.

არქივის შესახებპირველწყარო: rustavi2.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.