არქივი4 თებერვალი, 2025, 20:22
კობა ხაბაზი - ჩამაბარეს უწყება, 5 თებერვალს სასამართლოში ვარ დაბარებული

„კოალიცია ცვლილებისთვის" წევრი კობა ხაბაზი სასამართლოში დაიბარეს. ამის შესახებ ინფორმაციას პოლიტიკოსი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
ოპოზიციონერი სასამართლოში 5 თებერვალს, 14:00 საათზეა დაბარებული.
„ჩამაბარეს უწყება. 5 თებერვალს 14:00 საათზე, სასამართლოში ვარ დაბარებული. უნივერსიტეტთან გზის გადაკეტვაში მდებენ ბრალს.
ისე სხვათა შორის, წარმოვიდგინე მე რომ გზის გადაკეტვისთვის მასამართლებენ, ის მოძალადეები, ლამის სასიკვდილოდ რომ მცემეს, რა დღეში ეყოლებათ, ალბათ საკნებში ჰყავთ გამომწყვდეული - მეთქი”, - წერს ხაბაზი „ფეისბუქზე“.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.