კობა ნაყოფია: არ მივიდოდი ამ ღონისძიებაზე, რადგან გამაჩნია განსხვავებული მოსაზრებები მათ შორის, მანიფესტთან დაკავშირებით

„მე გახლავართ კიევში, აქედან გერთვებით, თუმცა, მინდა გითხრათ, დღეს თბილისში რომ ვყოფილიყავი, ამ ღონისძიებაზე[„ვარდების რევოლუციის” 20 წლისთავისადმი მიძღვნილზე] არ მივიდოდი“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, მ ტელეკომპანია „მთავარის” ეთერში განაცხადა.

ნაყოფიამ თქვა, რომ მას განსხვავებული მოსაზრებები გააჩნია, მათ შორის, ს მანიფესტთან დაკავშირებით, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ” სწორედ აღნიშნულ ღონისძიებაზე მიიღო.

„არ აქვს არანაირი მნიშვნელობა, კიევში ვარ თუ იქ ვარ, მე ნამდვილად არ მივიდოდი ამ ღონისძიებაზე, რადგან გამაჩნია განსხვავებული მოსაზრებები, მათ შორის, ამ მანიფესტთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ ძირითად შინაარსს, სადაც ზოგადად, დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე და რეჟიმის წინააღმდეგ ერთობაზეა საუბარი, ნებისმიერი ადამიანი, ვინც ამ რეჟიმს ებრძვის დაეთანხმებოდა, მეც მათ რიგებში ვიქნებოდი. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მზად ვიქნებოდი, ამ დოკუმენტზე მომეწერა ხელი, იმიტომ, რომ ეს არის ერთიანი დოკუმენტი, რომელშიც ყველა დებულებას, ყველა პუნქტს უნდა ეთანხმებოდე, რომ მოახდინო მისი მხარდაჭერა და ხელის მოწერა.” – განაცხადა კობა ნაყოფიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

ბადრი ჯაფარიძე – საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს – ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს