ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კობა კობალაძე ლაგოდეხში ვეტერანებს შეხვდა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, რეგიონებში გეგმური ვიზიტის ფარგლებში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, ადგილობრივ ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებსა და მათი ოჯახის წევრებს შეხვდა.
ამის შესახებ ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე, უწყების ხელმძღვანელმა, ვეტერანებს პრეზენტაცია წარუდგინა და დეტალურად გააცნო სამსახურის სტრატეგიული გეგმები, ამოცანები, ის სოციალური და ჯანდაცვის პროექტები, რომლებსაც სამსახური, სახელმწიფოსთან, სხვადასხვა ორგანიზაციებთან და სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად, ვეტერანთა სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და საზოგადოებაში მათი ინტეგრაციისთვის ახორციელებს.
უწყების განმარტებით, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და ვეტერანებმა მათთვის ყველა საინტერესო კითხვაზე ამომწურავი პასუხი მიიღეს.
შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის, რეგიონული მართვის დეპარტამენტის უფროსი, ლევან ამირიძე, სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის, კახეთის სამმართველოს უფროსი, თამაზ კალატოზიშვილი, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერი, ჯონდო მდივნიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე, კარლო ჯამბურია, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ვლადიმერ ალიბეგაშვილი და მერიის წარმომადგენელი, ზაზა ცერცვაძე.
როგორც უწყებაში აცხადებენ, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი განაგრძობს რეგიონებში გეგმურ შეხვედრებს, რაც რეგიონში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების წინაშე მდგარი გამოწვევების დეტალურად გაცნობას და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, მათი დაძლევის გზების მოძიებას ემსახურება.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.