ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კობახიძის მტკიცებით, ო'ბრაიენთან შეხვედრაზე სანქციებზე არ უსაუბრიათ

პრემიერმინისტრის ირაკლი კობახიძის მტკიცებით, ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწესთან, ჯეიმს ო'ბრაიენთან შეხვედრაზე სანქციებზე არ უსაუბრიათ.
ო'ბრაიენმა პრესკონფერეციაზე თქვა, რომ "თუ კანონი წინ წაიწევს ევროკავშირის ნორმებთან შეუსაბამოდ, აშშ-ის მხრიდან იქნება ფინანსური და სამოგზაურო შეზღუდვები".
კობახიძის თქმით, ეს საკითხი საერთოდ არ ხსენებულა.
"საერთოდ ეს საკითხი, სანქციების საკითხი საერთოდ არ ყოფილა ხსენებული ჩვენს შეხვედრაზე, რაიმე ფორმალურ სანქციებზე საუბარი არ ყოფილა, ეს არ ყოფილა საუბრის საგანი ჩვენს შეხვედრაზე. მიუხედავად იმისა, რომ ხანგრძლივი დიალოგი შედგა, ორსაათნახევარი, სანქციები საერთოდ არ იყო ნახსენები", - თქვა კობახიძემ.

არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.