ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კობახიძის თქმით, ივანიშვილმა ნაკრებს პირველი 30 მილიონი გადასცა

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა პორტუგალიასთან მოგებული მატჩისა და ქვეჯგუფიდან გასვლის შემდეგ, ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს პირველი 30 მილიონი ლარი უკვე გადასცა. ამის შესახებ მან 27 ივნისს ჟურნალისტებს განუცხადა.
კობახიძემ აღნიშნა, რომ ჯილდოს შესახებ ფეხბურთელებს შეხვედრის დროს უთხრეს. მისივე სიტყვებით, ნაკრების წევრებს შეახსენეს, რომ იგივე განმეორდება მომდევნო თამაშის მოგების შემთხვევაშიც.
"ეს ჯილდო დამატებით მოტივაციას შექმნის. უკვე გადაეცა ნაკრებს პირველი 30 მილიონი, რომელიც იყო დაწესებული ჯგუფიდან გასვლისთვის და ჩვენ როცა შევხვდით ნაკრების მოთამაშეებს, შევახსენეთ, რომ შემდეგი თამაშიც არის დაკავშირებული ასეთ ჯილდოსთან და ეს კიდევ უფრო მეტად შექმნის მოტივაციას. კიდევ ერთხელ ვიტყვი, დამატებით მოტივაცია ფეხბურთელებს არ სჭირდებათ, ძალიან დიდია მათში ჟინი და მოგების სურვილი შემდეგ თამაშზეც. ეს ყველაფერი არის შესაძლებელი. მიუხედავად იმისა, რომ ესპანეთი არის ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტი, ყველაფერი არის შესაძლებელი", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
23 აპრილს ბიძინა ივანიშვილის ფონდმა „ქართუმ“ გაავრცელა განცხადება, რომლითაც ნაკრებს 30 მილიონ ლარს დაჰპირდა ჩემპიონატის ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში.
მერვედფინალში საქართველოს ნაკრები ესპანეთს დაუპირისპირდება.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.