კობახიძის თქმით, თუ პრეზიდენტი არ დანიშნავს სხდომას, პარლამენტი 25 ნოემბერს შეიკრიბება

პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძის თქმით, თუ საქართველოს პრეზიდენტი არ დანიშნავს პირველ სხდომას, პარლამენტი ცესკოს მიერ ოფიციალური შედეგების გამოქვეყნებიდან მეათე დღეს, 25 ნოემბერს შეიკრიბება.
“რაც შეეხება პარლამენტის პირველ შეკრებას, როგორც მოგეხსენებათ, ვადები არის დადგენილი საქართველოს კონსტიტუციით.
ჩვენ ვვარაუდობთ, რომ საქართველოს ჯერ კიდევ ფორმალური პრეზიდენტი, კიდევ ერთხელ დაარღვევს საქართველოს კონსტიტუციას, არ დანიშნავს პარლამენტის პირველ სხდომას, ამ შემთხვევაში, საქართველოს პარლამენტი ოფიციალური შედეგების გამოქვეყნებიდან ზუსტად მეათე დღეს, ანუ 25 ნოემბერს შეიკრიბება, ეს არის რასაც ადგენს საქართველოს კონსტიტუცია”- თქვა კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ე.წ. პრეზიდენტი სამძიმარზე თეირანში მიემგზავრება, ე.წ. პრემიერი აშშ-თან გადატვირთვაზე საუბრობს – ეს პოლიტიკური სიბეცისა და შიზოფრენიის მკაფიო გამოხატულებაა

ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 70-ზე მეტი რაკეტა და 500 დრონი გამოიყენა – მნიშვნელოვანია, რომ ანტიბალისტიკური შესაძლებლობების წარმოების შესახებ შეთანხმებების განხორციელებაში პროგრესს მივაღწიოთ