ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კობახიძის დაანონსებული ძალადობის შემდეგ, დაკავებულია ჩვენი პოლიტსაბჭოს ორი წევრი – ნაცმოძრაობის განცხადება

კობახიძის დაანონსებული ძალადობის შემდეგ, დაკავებულია ჩვენი პოლიტსაბჭოს ორი წევრი – ნაცმოძრაობის განცხადება

ირაკლი ეძგვერაძის და ირაკლი ნადირაძის დაკავების ფაქტს ნაცმოძრაობა განცხადებით გამოეხმაურა:
,,დღეს, ირაკლი კობახიძის მიერ, ოპოზიციის წინააღმდეგ დაანონსებული ძალადობის შემდეგ, დაკავებულია “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოსა და თბილისის საკრებულოს ორი წევრი, ირაკლი ნადირაძე და ირაკლი ეძგვერაძე. ასევე, პოლიციამ იძალადა ჩვენს რამდენიმე მხარდამჭერზე.
“ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა” მოითხოვს ორივე დაკავებულის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას!
ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, “ქართული ოცნება“ ძალადობს საზოგადოებაზე, ხლეჩს მას, უპირისპირდება ადამიანებს და ამით იზოლაციასა და ჩიხში შეჰყავს მთელი ქვეყანა.
ესაა „ქართული ოცნების“ განწირული მცდელობა, ძალადობით შეინარჩუნოს ძალაუფლება და ქვეყანა დატოვოს იზოლაციასა და სიღატაკეში.
26 ოქტომბერს გაიმარჯვებს ქართველი ხალხი და დაასრულებს ამ უკანონობასა და ძალადობას!”

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.