ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კობახიძე: EU-სთან მოლაპარაკებების გახსნის შანსი კანონამდე იყო ნული, ახლა 20-30%-ია

რაც შეეხება [ევროკავშირთან] მოლაპარაკებებს, კიდევ ერთხელ ვიტყვი, კანონის ინიცირებამდე შანსი იყო ნული, ახლა არის დაახლოებით 20-30%. პირდაპირ ციფრებით გეუბნებით, როგორია მოლაპარაკებების გახსნის შანსი.[...]
ჩვენ ვთქვით, რომ ჩვენი ამოცანაა 2030 წლისთვის გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა, ეს არის ჩვენი მიზანი და ამ მიზანს მივყვებით, რა თქმა უნდა, თანმიმდევრულად, მაგრამ ჯერ კიდევ გრძელდება შანტაჟი, რაც თავიდან დაუკავშირეს კანდიდატის სტატუსს, ახლა უკავშირებენ მოლაპარაკებების გახსნას.
კონკრეტული ძალები, ეს არ არის ევროკავშირი, ეს არის ე.წ. გლობალური ომის პარტია, რომელსაც, სამწუხაროდ, აქვს თვისებრივი გავლენა ევროკავშირზე. ეს გლობალური ომის პარტია აგრძელებს შანტაჟს საქართველოს წინააღმდეგ. თუმცა, დღეს მოლაპარაკებების გახსნის თემა არის აბსოლუტურად გაცვეთილი, როგორც შანტაჟის ინსტრუმენტი. შესაბამისად, არავითარი ფასი ამ საკითხს არ აქვს.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.