ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კობახიძე: 8-ში, 9-ში ზუსტად გეტყვით, რა საკადრო ცვლილებები იქნება მთავრობის ადმინისტრაციაში

საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატის ირაკლი კობახიძის თქმით, 8-9 თებერვალს გახდება ცნობილი, რა საკადრო ცვლილებები იქნება მთავრობის ადმინისტრაციაში. მას ჰკითხეს, ხომ არ შეცვლის მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს.
"8-ში, 9-ში უკვე დაზუსტებით გაგაცნობთ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რა საკადრო ცვლილებები განხორციელდება უშუალოდ მთავრობის ადმინისტრაციაში“, – აღნიშნა კობახიძემ.
კითხვაზე, "ცვლილება მთავრობის სტრატკომსაც შეეხება?", პრემიერობის კანდიდატი პასუხობს - "შეიძლება, შეეხოს, კი, მაგრამ 8-ში, 9-ში, ამ რამდენიმე დღეში გაგაცნობთ ინფორმაციას ამასთან დაკავშირებით“.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.