ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კობახიძე: ხვალ პარლამენტი მოსახლეობის უმრავლესობის ნებით III მოსმენით მიიღებს კანონს

საქართველოს გარედან ვერავინ ვერ აუკრძალავს საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვას, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ აპრილში ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის თანახმად, ჩვენი მოსახლეობის 80%-ზე მეტი მხარს უჭერს არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობას, ხოლო 60%-ზე მეტი მხარს უჭერს უშუალოდ კანონს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ.
შესაბამისად, ხვალ საქართველოს პარლამენტი ისარგებლებს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის რაციონალური ნების შესაბამისად და მესამე მოსმენით მიიღებს კანონს, რომელიც გარედან თავსმოხვეული ე.წ პოლარიზაციის დასრულებაში უმნიშვნელოვანეს წვლილს შეიტანს.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.