ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კობახიძე: წელს საქართველოს ბიუჯეტი 360 მილიონი ლარით გაიზრდება

პრემიერმინისტრის, ირაკლი კობახიძის თქმით, მიმდინარე წელს საქართველოს ბიუჯეტი 360 მილიონი ლარით გაიზრდება.
"რაც შეეხება საქართველოს ბიუჯეტს - ჩვენ მაღალი ეკონომიკური ზრდა გვაქვს. პირველი 4 თვის განმავლობაში 9%-იანი ზრდის მაჩვენებელი დაფიქსირდა, რაც ბიუჯეტის გაზრდის შესაძლებლობას გვაძლევს. ბიუჯეტში შესაბამისი ცვლილებები სამომავლოდ შევა და წელს 360 მილიონი ლარი დაგვემატება. ეს არსებითად ისეთ სფეროებზე განაწილდება, როგორებიც არის: ჯანდაცვა, განათლება, თავდაცვა და კულტურა. ასევე, რეგიონული განვითარება". - თქვა კობახიძემ მთავრობის სხდომაზე.
ფინანსთა სამინისტროს ცნობით, 2024 წელს ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ჯამური მოცულობა 28,7 მილიარდი ლარია.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.