არქივი12 მაისი, 2024, 13:38
კობახიძე: ჩვენს აქციაზე, გუშინდელთან შედარებით, რამდენჯერმე მეტი ადამიანი იყო
კიდევ ერთხელ გავიმეორებ, 80%-ზე მეტი მხარს უჭერს გამჭვირვალობას, არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის გამჭვირვალობას. როცა უშუალოდ კანონთან დაკავშირებით დაისვა კითხვა, ზუსტად 61% დაფიქსირდა მხარდაჭერა. შესაბამისად ყველა ვხედავთ, სად არის საზოგადოების მხარდაჭერა. რაც შეეხება აქციებს, მე მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენს აქციაზე, იგივე გუშინდელთან შედარებით, რამდენჯერმე მეტი ადამიანი იყო გამოსული. რაც ასევე აჩვენებს ბუნებრივია თანაფარდობას.
არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.