კობახიძე: შემიძლია დაგარწმუნოთ ერთ რამეში, ბიძინა ივანიშვილს აქვს უკომპრომისო დამოკიდებულება კორუფციის მიმართ და თქვენ… ყოველთვის ასე იყო (ვიდეო)

ირაკლი კობახიძის თქმით, 2023 წელს, როდესაც ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა განაცხადა, რომ კორუფციასთან ბრძოლა ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი იქნებოდა.

შემიძლია დაგარწმუნოთ ერთ რამეში, ბიძინა ივანიშვილს აქვს უკომპრომისო დამოკიდებულება კორუფციის მიმართ და თქვენ… ყოველთვის ასე იყო. მე მინდა, შეგახსენოთ 2023 წლის დეკემბერში, როდესაც ის შემობრუნდა პოლიტიკაში მან ერთ-ერთი მთავარი განაცხადი პარტიის ყრილობაზე გააკეთა სწორედ კორუფციასთან დაკავშირებით და გააკეთა განაცხადი პირდაპირ იმის შესახებ, რომ კორუფციასთან ბრძოლა იქნებოდა ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი…” – ამბობს კობახიძე. 

22 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ ყოფილმა პრემიერ-მინისტრი სუს-მა გამოკითხა.

როგორც სუს-ში გამართულ ბრიფინგზე თქვეს, ირაკლი ღარიბაშვილმა აღიარა წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლების მიღების ფაქტი და სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: გველესიანს ჰგონია, რომ 42 კილო ბარგი უფასოდ გაატანეს საზღვარზე – არა, ბიჭი, ეგეთ ქვეყნებში, შენნაირების ბარგის ფულს მერე ერთი-ორად იღებენ ღატაკი, საწყალი ხალხიდან, ხან პურით… ხან სისხლით, თავისუფლებით და სიცოცხლით!