ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

“კობახიძე უნდა გადადგეს, მე უნდა დავნიშნო ახალი არჩევნები” – ზურაბიშვილი

“კობახიძე უნდა გადადგეს, მე უნდა დავნიშნო ახალი არჩევნები” – ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ირაკლი კობახიძემ თანამდებობა უნდა დატოვოს, 2 კვირაში კი ხელახალი არჩევნები უნდა დაინიშნოს.
“პრემიერი, რომელმაც ვერ გადაწყვიტა კრიზისი და მხოლოდ იცის ხალხის მიმართ მუქარა და რაღაცები და არანაირად პოლიტიკური კომპრომისის ძებნა, უნდა იყოს შეცვლილი და როგორც კი გადადგება ეს პრემიერი, 2 კვირაში მე უნდა დავნიშნო არჩევნები. უნდა იყოს ერთად მოლაპარაკებული, როგორ უნდა ჩატარდეს შემდეგი არჩევნები. ეს არის კომპრომისი, ეს არის დეპოლარიზაცია, ეს არის ქვეყნისთვის გამოსავალი, ეს არის სტაბილურობა, ეს არის მშვიდობა, ეს არის ქვეყნის მომავალი, რომელიც იქნება ურყევი, თავისუფალი და დემოკრატიული”, – თქვა მან საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.