ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კობახიძე: ტრამპის ადმინისტრაციას წერილზე არ უპასუხია, თუმცა დუმილიც ძალიან მნიშვნელოვანი პასუხია

კობახიძე: ტრამპის ადმინისტრაციას წერილზე არ უპასუხია, თუმცა დუმილიც ძალიან მნიშვნელოვანი პასუხია

ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას მისი წერილისთვის არ უპასუხია. ამის შესახებ კობახიძემ ჟურნალისტებს დღეს, 21 მაისს განუცხადა.
ირაკლი კობახიძე ირწმუნება, რომ მის წერილზე დუმილიც ძალიან მნიშვნელოვანი პასუხია.
მან კიდევ ერთხელ გააკრიტიკა წარმომადგენლობითი პალატის მიერ მიღებული მეგობარი აქტი, რომელიც პერსონალური სანქციების დაწესებას ითვალისწინებს “ოცნების” მაღალჩინოსნებისთვის დ ამას “მტრული აქტი” უწოდა.
„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ღია წერილით მიმართავს.
13 მაისს გავრცელებულ წერილში კობახიძე აღიარებს, რომ დღემდე არ შემდგარა უმაღლეს დონეზე კომუნიკაცია საქართველოს და აშშ-ს ხელისუფლებებს შორის.
კობახიძის თქმით, ეს გასაკვირია, რადგან ტრამპთან „ქართული ოცნების“ „ღირებულებითი და იდეოლოგიური თანხვედრის ფონზე“ მოლოდინი ჰქონდათ საქართველო იქნებოდა ერთ-ერთი პირველი, რომლის მიმართაც მისი ადმინისტრაცია განსაკუთრებულ ინტერესს გამოხატავდა.

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.