ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კობახიძე სტიქიაზე: შეფასდა ზარალი, ვემზადებით დაზარალებულ ოჯახებზე კომპენსაციების გასაცემად

გასული კვირა იყო ძალიან მტკივნეული ჩვენთვის. სტიქიამ, ასევე უბედურმა შემთხვევამ, იმსხვერპლა 14 ადამიანის სიცოცხლე, კიდევ ერთხელ გამოვთქვამ სამძიმარს დაღუპულთა ოჯახის წევრებისა და ახლობლების მიმართ.
ადგილზე გავეცანი სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს და მინდა აღვნიშნო, რომ, როგორც სახელმწიფო უწყებებმა, ისე ადგილობრივი ხელისუფლების წამრომადგენლებმა გააკეთეს ძალიან ბევრი რამ, იმოქმედეს ძალიან სწრაფად. ძალიან მალე აღდგა ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის მიწოდება, ასეულობით სოფლისთვის, სადაც იყო პრობლემა სტიქიის გამო. ასევე, ძალიან სწრაფად გაიწმინდა საავტომობილო გზები.
400-ზე მეტი სახლი იყო დატბორილი, საიდანაც 300-ზე მეტ შემთხვევაში დასრულდა ამოტუმბვის სამუშაოები. საბოლოო დასკვნის მომზადებამდე უსაფრთხო ადგილზე გადაყვანილია 296 ოჯახი.
ასევე შეფასდა ზარალი, მზადდება სათანადო დოკუმენტაცია იმისათვის, რომ გაიცეს კომპენსაცია, ანაზღაურება შესაბამის ოჯახებზე, საჭიროების შემთხვევაში ამისათვის ცენტრალური ბიუჯეტიდანაც იქნება გამოყოფილი თანხები.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.