არქივი15 დეკემბერი, 2023, 14:38
კობახიძე სტატუსზე: სადაც აჩვენებ ღირსებას, მიიღებ ღირსეულ პასუხს, ჩვენ ვიდექით ორ ფეხზე
გასული ორი წლის მანძილზე საქართველო მოქმედებდა როგორც თავისუფალი, თანასწორი და ღირსეული სახელმწიფო. სადაც აჩვენებ ღირსებას, მიიღებ ღირსეულ პასუხს. ვიღაცებს უნდოდათ, რომ საქართველო ცალ ფეხზე დამდგარიყო, ჩვენ დავდექით მყარად ორ ფეხზე, სწორედ ამის შედეგია, რომ დღეს საქართველოს აქვს მშვიდობა, ქვეყანა მიიწევს წინ და ახლა უკვე საქართველოს მიენიჭა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.
არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.