ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კობახიძე სომხეთში ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა

კობახიძე სომხეთში ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა

“ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე, დღეს, 30 იანვარს, სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა.
ოფიციალური ცნობით, შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო რეგიონში არსებულ ვითარებას და სამშვიდობო პროცესის მიმდინარეობას. “ქართული ოცნების” მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებით, ირაკლი კობახიძემ “დაადასტურა საქართველოს მთავრობის მზადყოფნა, ხელი შეუწყოს დიალოგს და წვლილი შეიტანოს რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის უზრუნველყოფაში, რაც აუცილებელია ქვეყნების შემდგომი განვითარებისთვის”.
ამასთან, ოფიციალური ინფორმაციით, მხარეებმა ისაუბრეს სხვადასხვა ფორმატში ორ ქვეყანას შორის არსებულ მაღალი დონის დიალოგსა და მრავალ სფეროში მჭიდრო თანამშრომლობაზე.
“შეხვედრისას აღინიშნა, რომ მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის მომდევნო სხდომა ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის არსებული სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების შემდგომ გაფართოებას და ამ კუთხით არსებული პოტენციალის სრულად ათვისებას”, – ნათქვამია მთავრობის პრესსამსახურის განცხადებაში.
შეხვედრის დასასრულს, კობახიძემ ნიკოლ ფაშინიანი ოფიციალური ვიზიტით საქართველოში მოიწვია.
სომხეთს ესტუმრა ასევე “ქართული ოცნების” საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი, რომელმაც შეხვედრა გამართა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, არარატ მირზოიანთან, როგორც პირისპირ, ასევე გაფართოებულ ფორმატში.

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 31 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.