ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კობახიძე საქართველოს უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურაზე "საკითხის შესწავლას" აანონსებს

კობახიძე საქართველოს უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურაზე "საკითხის შესწავლას" აანონსებს

ქართული ოცნების პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოს უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურაზე "საკითხის შესწავლას" აანონსებს.
მისი თქმით, "ღია თავხედობაა, რომ პრეზიდენტის ოჯახის წევრს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა ერთ ლარად გადაეცა".
"საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კონკრეტული ინფრასტრუქტურა გადაეცა ერთ ლარად პრეზიდენტის ოჯახის წევრს, რაც არის ღია თავხედობა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ. საინტერესო იქნება ამ საკითხის შესწავლა, დანარჩენი დაველოდოთ შესაბამისი უწყებების პასუხს", - თქვა კობახიძემ.
ამის პარალელურად საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა საქართველოს უნივერსიტეტის წინააღმდეგ გენერალურ პროკურატურას მიმართა.

არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.