არქივი22 იანვარი, 2026, 14:50
კობახიძე საფრანგეთის ელჩს შეხვდა

ირაკლი კობახიძე საფრანგეთის ელჩს ოლივიე კურტოს შეხვდა - ინფორმაციას კობახიძის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე საუბარი საქართველოსა და საფრანგეთს შორის არსებულ ურთიერთობებს და თანამშრომლობის პერსპექტივებს შეეხო.
"ხაზი გაესვა არსებული საერთაშორისო დღის წესრიგის გათვალისწინებით, ქვეყნებს შორის ორმხრივი დიალოგის გაძლიერების აუცილებლობას.
ყურადღება დაეთმო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების პოზიტიურ დინამიკას.
მხარეებმა დაადასტურეს ორმხრივი მზადყოფნა მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებისთვის". - ნათქვამია ადმინისტრაციის განცხადებაში.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 იანვარი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.