ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კობახიძე: სანქციების გამო ფინანსურ დანაკარგებს მოხელეებს სახელმწიფო აუნაზღაურებს

კობახიძე: სანქციების გამო ფინანსურ დანაკარგებს მოხელეებს სახელმწიფო აუნაზღაურებს

დე ფაქტო პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ სანქციებიდან გამოწვეული ფინანსური დანაკლისის გამო მოხელეებს სახელმწიფო დანაკარგებს აუნაზღაურებს. ამის შესახებ მან გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
"ჩვენი რეაგირება იქნება სანქციებზე. პირველ რიგში, ფინანსურ სანქციებს რაც შეეხება, თუ კი რომელიმე მოხელეს წარმოექმნება რამე ფინანსური დანაკლისი ამ სანქციების გამო, ქართული სახელმწიფო სრულად უზრუნველყოფს ამ დანაკლისის კომპენსირებას", - თქვა კობახიძემ.
კობახიძის თქმით, მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციის შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამდებობის პირებს ღირსების ორდენს გადასცემენ. მათ შორის არიან, სანქცირებული ვახტანგ გომელაური, ზვიად ხარაზიშვილი, მილერი ლაგაზაური და ვაჟა სირაძე.

არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.