ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კობახიძე რუსულ კანონზე: ბატონ ო'ბრაიენს დავუდასტურე ჩვენი მზაობა დისკუსიისთვის

ჩვენ გვქონდა საუბარი [ო'ბრაიენთან] უშუალოდ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონზე და განვგუმარტეთ ყველა დეტალი, რაც დაკავშირებულია ამ კანონთან და თუ იქნება რაიმე შენიშვნები, კიდევ ერთხელ, ვართ მზად დისკუსიისთვის და ეს მზაობა ბატონ ო'ბრაიენსაც დავუდასტურე. მე მგონია, რომ ძალიან ბევრი რამ გახდა ცხადი ჩვენი პარტნიორებისთვის, იმ პროცესებთან დაკავშირებით, რაც ხდება ჩვენ გარშემო და ხდებოდა ორმხრივ ურთიერთბაში გასული სამი დღის მანძილზე და კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ ჩვენ გვაქვს სრული მზაობა ვიზრუნოთ ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებისთვის და ეს ბატონ ო'ბრაიენსაც დავუდასტურე.
ამბობს პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწესთან ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯიმ ო'ბრაიენთან შეხვედრაზე.
ო'ბრაიენმა დღის ბოლოს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ თუ ქართული ოცნება განაგრძობს ძალადობასა და დემოკრატიის პრინციპების უგულებელყოფას, აშშ მათ და მათ ოჯახის წევრებს სანქციებს დაუწესებს.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.