: რესპუბლიკურ საავადმყოფოს ჰყავს კოლექტივი, რომელიც დიდი ხანია ემსახურება თავის საქმეს და …

რესპუბლიკურ საავადმყოფოს ჰყავს კოლექტივი, რომელიც დიდი ხანია ემსახურება თავის საქმეს და რა თქმა უნდა, გაგრძელდება კონსულტაციები, მთავარია, ოპტიმალური გამოსავალი ინახოს
„ზოგადად, რესპუბლიკურ საავადმყოფოში არ არის მარტივი ვითარება ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით, რაც გამოსწორებას საჭიროებს. მთავარია, ვნახოთ ოპტიმალური გზა, რომელიც მოგვცემს ერთდროულად- ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების და ასევე კოლექტივის ინტერესების დაკმაყოფილების საშუალებას“- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ოპოზიციურ ფრაქციებთან შეხვედრაზე განაცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, თავადაც იყო ჩართული რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებულ საკითხის განხილვაში.
მისივე თქმით, გაგრძელდება კონსულტაციები, მთავარია, ოპტიმალური გამოსავალი ინახოს.
„გარკვეულ დონეზე უკვე ვიყავი ჩართული ამ საკითხის განხილვაში. რა თქმა უნდა ყველა ასეთ საკითხი უნდა გადაწყდეს შესაბამის დარგის სპეციალისტებთან, ამ შემთხვევაში, ექიმებთან, მჭიდრო კონსულტაციების საფუძველზე. რესპუბლიკურ საავადმყოფოს ჰყავს კოლექტივი, რომელიც დიდი ხანია ემსახურება თავის საქმეს, არიან დამსახურებული ადამიანები და რა თქმა უნდა გაგრძელდება კონსულტაციები. მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, მათ შორის გადავადების თაობაზე. ერთიანი გადავადება მოხდა იმისთვის, რომ ეს საკითხი გადაიჭრას. გაგრძელდება კონსულტაციები, მთავარია, რომ ოპტიმალური გამოსავალი ინახოს“-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკოლოზ მეტრეველი ბერდია სიჭინავას: ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ხუმრობა არც პოლიტიკური კრიტიკაა და არც “ქართულ ჯიგრულ პონტში” ჯდება – კარგად იცი, შარმანაშვილი რთულ დაავადებას ებრძვის. განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები შეიძლება გვქონდეს, მაგრამ ადამიანობა ყველასთვის ერთი სტანდარტი უნდა იყოს