კობახიძე: მინდა, პრემიერად ჩემი კანდიდატურის დასახელებისთვის ივანიშვილს მადლობა გადავუხადო

პირველ რიგში, მინდა, პრემიერმინისტრის პოსტზე ჩემი კანდიდატურის დასახელებისა და გამოცხადებული ნდობისთვის პარტიის დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს მადლობა გადავუხადო. თითოეული ჩვენგანისთვის იმის მაგალითია, თუ როგორ უნდა ემსახურო საკუთარ ქვეყანას.
გასულ წლებში, გუნდის თითოეულმა წევრმა საქართველოს წინსვლაში თავისი წილი ძალისხმევა ჩადო. თუმცა, აუცილებლად უნდა ითქვას – ის, რომ დღეს საქართველოს დემოკრატია, მშვიდობა, ეკონომიკური წინსვლა და კანდიდატის სტატუსი აქვს, პირველ რიგში, ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა. ამისთვის, განსაკუთრებული მადლობა მას.
ასევე, გამოცხადებული ნდობისთვის, მინდა, მადლობა გადავუხადო ირაკლი ღარიბაშვილს. გარდა ამისა, მინდა, მას განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო პრემიერმინისტრის თანამდებობაზე 3-წლიანი, უაღრესად წარმატებული მოღვაწეობისთვის, რამაც საქართველოს უპრეცედენტო წარმატება მოუტანა.
მადლობა პარტიის გენერალურ მდივანს, ბატონ ს, პოლიტიკური საბჭოს წევრებსა და ყრილობის ყველა დელეგატს. ყველა ის მიღწევა, რაც ბოლო წლების განმავლობაში ქართულ ოცნებასა და ქვეყანას ჰქონდა, უპირველეს ყოვლისა, გუნდის უპრეცედენტო ერთიანობის შედეგი იყო. ამ ერთიანობისთვის მადლობა გეკუთვნით თითოეულ თქვენგანს – მთავრობის წევრებს, პარლამენტარებს, ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების წარმომადგენლებს, პარტიის რიგით წევრებსა და მხარდამჭერებს.
საქართველოს პრემიერმინისტრის თანამდებობის დაკავება განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა. ქვეყნის შემდგომი წინსვლა ახლა ჩვენ ერთიან ძალისხმევას მოითხოვს. ამ თვალსაზრისით, გუნდის თითოეული წევრის ძალიან დიდი იმედი მაქვს.