: მივესალმებით ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას

„ჩვენ მივესალმებით ღაზას ცეცხლის შეწყვეტას, როგორც მშვიდობისკენ მიმავალ იმედიან ეტაპს“, – წერს ირაკლი პლატფორმა X-ზე.
„პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სანიმუშო დიპლომატიამ, რომელსაც მხარს უჭერს კატარის, ეგვიპტისა და თურქეთის შუამავლობა, გადამწყვეტი როლი ითამაშა ამ შეთანხმების მიღწევაში“, – წერს ის.
„მძევლების დაუყოვნებლივი გათავისუფლება გზას გაუხსნის ხანგრძლივ მშვიდობას, რაც ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა“, – წერს .
დღეს, 9 ოქტომბერს ისრაელმა და -სა და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებულმა ჰამასმა ხელი მოაწერეს დონალდ ტრამპის საინიციატივო შეთანხმებას, რომლის პირველი ფაზაც ითვალისწინებს ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტას და ისრაელელი მძევლების გათავისუფლებას, პალესტინელი პატიმრების გათავისუფლების სანაცვლოდ.
შეთანხმების გაფორმებას სიხარულით შეხვდნენ პალესტინელებიც და ისრაელელებიც.
ორივე მხარის ოფიციალური წარმომადგენლები ადასტურებენ, რომ შეთანხმებას ხელი მოეწერა ეგვიპტის კურორტ შარმ ელ-შეიხში გამართული არაპირდაპირი მოლაპარაკებების შემდეგ.
შეთანხმებით, ბრძოლა შეწყდება, ღაზას ნაწილობრივ დატოვებს, და ჰამასი გაათავისუფლებს ყველა დარჩენილ მძევალს – ისრაელის მიერ დაპატიმრებული ასობით პალესტინელის სანაცვლოდ.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – გთავაზობთ ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტს – როცა 5 პუნქტზე პასუხს გავცემთ პროპაგანდას ჭოჭმანის და ენის მოჩლექის გარეშე, შევძლებთ გადავიდეთ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხზე, ხოლო +1 პუნქტია – საქართველო ივანიშვილის გარეშე!

არჩილ ჩუხრუკიძე: როცა ჯან-დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მილიონების გაფლანგვისთვის გირაოთია გამოშვებული, გიორგი ჩახუნაშვილი საპყრობილეში უნდა მოხვდეს. იმედია სამედიცინო საზოგადოება ჯეროვნად შეაფასებს ამ საკითხს

პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ,,თეთრი არწივის” ორდენის ჩამორთმევის შემდეგ, ჯილდოზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ვიქტორ იუშჩენკომ და ლეონიდ კუჩმამაც თქვეს