ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კობახიძე მადლობას უხდის ორგანიზაციებს, რომლებიც "აგენტების" ბაზაში დარეგისტრირდნენ

კობახიძე მადლობას უხდის ორგანიზაციებს, რომლებიც "აგენტების" ბაზაში დარეგისტრირდნენ

პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ მადლობა გადაუხადა არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც რუსული კანონის ფარგლებში "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციებად" დარეგისტრირდნენ.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე მან თქვა, რომ რეგისტრაციისთვის იუსტიციის სამინისტროს 450-ზე მეტმა არასამთავრობო ორგანიზაციამ მიმართა.
"საქართველოს იუსტიციის სამინისტროს განაცხადით 450-ზე მეტმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, ანუ უცხოური დაფინანსებით მოქმედი ორგანიზაციების დიდმა ნაწილმა მიმართა. საზოგადოების წინაშე გამოვლენილი სამოქალაქო პასუხისმგებლობისთვის თითოეულ ამ ორგანიზაციას მადლობა მინდა გადავუხადო. ამ ფაქტით დადასტურდა, რომ უცხოური დაფინანსების მიღება ავტომატურად არ ნიშნავს უცხოური ძალის უარყოფითი ინტერესების გატარებას. ვისაც დასამალი არაფერი აქვს, მას არც გამჭვირვალობის ეშინია", - თქვა კობახიძემ.

არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.