კობახიძე კალაძეს უფლებებს უთმობს? – ისტორიული შენობების რეაბილიტაციისთვის მერიას მთავრობის თანხმობა აღარ სჭირდება (ვიდეო)

დაჩქარებული წესით და მეორე მოსმენით დღეს “ქართულმა ოცნებამ” დაამტკიცა კანონი, რომლითაც მთავრობის ნაცვლად, კულტურულ მემკვიდრეობაზე პასუხისმგებლობა თბილისის საკრებულოზე გადადის. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოებისთვის სამშენებლო ნებართვების წესს მთავრობა აღარ დაადგენს. დღეს ეს კანონი პარლამენტში დავის საგნად იქცა.

გახარიას პარტიაში ფიქრობენ, რომ სწორედ ამ ფორმით ცდილობს ირაკლი კობახიძე დედაქალაქის მერზე პასუხისმგებლობა მოიხსნას. არაერთ სკანდალში გახვეული კალაძის ქმედებზე კობახიძეს აღარ უნდა პასუხისმგელობის საკუთარ თავზე აღება.

რატომ ცვლიან კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შესახებ კანონს დაჩქარებული წესით? ოპოზიცია ფიქრობს, რომ საქმე კარის ბიზნესმენების ინტერესებთან გვაქვს.

როცა კანონი ძალაში შევა, თბილისში კულტური მემკვიდრეობის ძეგლებზე სამუშაობის პროცესი გამარტივებდა, რადგან სამთავრობო ფილტრი მოიხსნება! წლების განმავლობაში კალაძის ნაბიჯები სპეციალისტებს არწმუნებთ, რომ დედაქალაქს ეს კანონი ძვირად დაუჯდება.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკოლოზ ლოლაძე: ათობით მილიონის საქონელი დაიწვა Wildberries საწყობებში. საქართველოშიც, თუკი ვინმეს რამე გამოწერილი აქვს და ტვირთი რუსეთიდან უნდა ჩამოსულიყო, ვეღარც ამ საქონელს და ვერც გადახდილ ფულს ვერ მიიღებს

შსს-ს განცხადებით, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია დუშეთში მომხდარი დაჭრის ფაქტის შესახებ, „თითქოს სამართალდამცველებმა უდანაშაულო პირს ძალის გამოყენებით აღიარებინეს დანაშაული“