ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კობახიძე: იყო პროვოკაცია და კაცი მოგვიკლეს, ვაჟკაცი კაცი, გინტური

ქაცარავას და სხვა ნაციონალებს მოვუწოდებ, რომ მაქსიმალურად თავი შეიკავონ პროვოკაციებისგან. თქვენ გახსოვთ, იყო ერთი, მეორე, მესამე, მეოთხე პროვოკაცია და კაცი მოგვიკლეს ადამიანი, ვაჟკაცი კაცი, გინტური. არ შეიძლება. პროვოკაციებისგან შეიკავონ თავი ქაცარავამ და სხვა ნაციონალებმა, ეს არის ჩემი მოწოდება მათ მიმართ.
რაც შეეხება ხელისუფლებას, ხელისუფლება, რა თქმა უნდა, მაქსიმუმს აკეთებს იმისთვის, რომ ჩვენი ინტერესები იყოს დაცული მიუხედავად იმ უმძიმესი მემკვიდრეობისა, რომელიც ჩვენ დაგვიტოვეს. თქვენ გახსოვთ, რომ მათ შემოხაზეს, ნაციონალებმა შემოხაზეს სწორედ ის ე.წ. საზღვრები, რომლებიც შემდეგ მავთულხლართებით განიმტკიცა რუსეთის ფედერაციამ, არ შეიძლება, ამ ადამიანებთან საუბარი რაღაც სხვანაირად, ხო, ისინი არიან ჩვეულებრივი პროვოკატორები.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.