არქივი18 თებერვალი, 2024, 16:06
კობახიძე: ილია II-სთან ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ვისაუბრე
საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი კობახიძის ცნობით, საპატრიარქოში პატრიარქ ილია II-ს შეხვდა.
მისი თქმით, შეხვედრაზე ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრეს.
"დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს საპატრიარქოში ვესტუმრე. ვისაუბრეთ ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებზე და ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობაზე", - წერს კობახიძე.
არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.