კობახიძე თურქეთში ალიევს შეხვდა

ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს შეხვდა. შეხვედრის ამსახველი ფოტო აზერბაიჯანულმა მედიამ გაავრცელა.
იქამდე ირკლი კობახიძემ ფეისბუკის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ ანტალიის დიპლომატიის ფორუმში თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიწვევით მონაწილეობს.
“ღონისძიების ფარგლებში, დღეს მონაწილეობა მივიღე თემატურ დისკუსიაში, სახელწოდებით “პარტნიორობა მულტიპოლარულ ეპოქაში“. ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები. ანტალიაში დელეგაციასთან ერთად ვიმყოფები, რომლის შემადგენლობაშიც საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან”.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ტიგინაშვილი: კათოლიკოს-პატრიარქმა შიომ იქადაგა და სოხუმის დაცემის დღეც გაიხსენა… არცერთი სიტყვით არ უხსენებია არსად რუსეთი, თითქოს ის ეთნოწმენდა და გენოციდი კრემლის მხრიდან არ ყოფილიყოს ორგანიზებული, თითქოს რუსეთს არ ეღიარებინოს ეს მიწები “სუვერენულ სახელმწიფოებად”