კობახიძე ევროპის დღის ღონისძიებას არ ესწრება, რადგან მოსაწვევი არ მიუღია

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები 9 მაისს, ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას წელსაც არ დაესწრებიან.
ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა და აღნიშნა, რომ მოსაწვევი არ მიუღიათ.
„გამომდინარე იქიდან, რომ აქ [ევროპის დღის ღონისძიებაზე] პროტოკოლი არ არის დაცული, ჩვენ მოკლებული ვართ შესაძლებლობას, მივიღოთ მონაწილეობა. რომ დაეცვათ პროტოკოლი, რა თქმა უნდა, აუცილებლად მივიღებდით მონაწილეობას… პროტოკოლი არის, როდესაც კონკრეტული საელჩო გეგმავს ღონისძიებას, მათ უნდა გამოგზავნონ მოსაწვევი მთავრობის მისამართზე. რადგან ეს პროტოკოლი დაარღვიეს და გააგრძელეს ის საბჭოური მიდგომა, რომელსაც ავლენენ კონკრეტული ევროპელი ჩინოვნიკები, დაირღვა პროტოკოლი, შესაბამისად, ჩვენ არ ვიქნებით იქ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
როგორც ნეტგაზეთს ევროკავშირის წარმომადგენლობაში განუცხადეს, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლები ღონისძიებაზე მიწვეულები არ არიან.
დღეს, 9 მაისს ევროპის დღე აღინიშნება. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ორგანიზებით ევროპის დღის აღსანიშნავად, ტრადიციულად, იმართება ღონისძიება ექსპოჯორჯიაში. მსგავს ღონისძიებას „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები შარშანაც არ დასწრებიან, მაშინ, როცა გასულ წლებში მათი წარმომადგენლები ევროპის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ხოლმე.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატი – ალეკო ელისაშვილის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას ჰქონდა ადგილი, თუმცა, გამოძიებამ ეს ყველაფერი გადადო გვერდით, მხოლოდ სიტყვა „არაკაცი“ ამოწია, ამოჭრა ამ საქმიდან და მის წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმე აღძრა – ეს შერჩევითი სამართალია

შალვა კერესელიძე გახარიას პარტიის კანონპროექტის კენჭისყრაზე – „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა თავის მართლების პოზიციაში თვითონ ჩაიყენეს თავი და ეძებენ მიზეზებს – ტექნიკურ შეცდომას ნუ დავაბრალებთ, ეს მიზანმიმართული გადაწყვეტილებაა და თუ ასე არ არის, ჩავატაროთ კენჭისყრა თავიდან

კობახიძე გახარიას პარტიის აკრძალვის მოთხოვნაზე – მართალია, ისინი შემოვიდნენ პარლამენტში, თუმცა დღემდე არ აღიარებ კონსტიტუციურ წყობილებას, ხელისუფლების ლეგიტიმაციას – ასეთ პირობებში, არაფრით განსხვავდებიან სხვების საქმიანობის სულისკვეთებისგან