კობახიძე და ზურაბიშვილი ამერიკის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციას X-ზე ეხმაურებიან

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შეერთებული შტატების პრეზიდენტს თანამდებობის ხელმეორედ დაკავება მიულოცა. ირაკლი კობახიძე იმედს გამოთქვამს, რომ ტრამპის მმართველობა მსოფლიოში ხელს მშვიდობის დამყარებას შეუწყობს. განცხადება მან 20 იანვარს სოციალურ ქსელ X-ზე გააკეთა.
“გულრწფელად ვულოცავ პრეზიდენტ ტრამპს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის თანამდებობის მეორე ვადით დაკავებას. მისმა ლიდერობამ ხელი უნდა შეუწყოს გლობალურ მშვიდობას და გააძლიეროს საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობები. წარმატებებს გისურვებთ ამ უმნიშვნელოვანეს გზაზე”, – წერს კობახიძე.
სოციალურ ქსელ X-ზევე ეხმიანება პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაციას საქართველოს მე-5 პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. ის რესპუბლიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონის მიწვევით, ვაშინგტონგში გამართულ საზეიმო ცერემონიებს ესწრება.
“მადლობელი ვარ დიდი შესაძლებლობის, წარმოვადგინო საქართველო და მისი მამაცი ხალხი პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაციაზე. მადლობელი ვარ კონგრესმენ ჯო უილსონის, ყველა მაღალი დონის კონტაქტის ხელშეწყობისთვის, რომელმაც მხარი დაუჭირა საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლას”, – განაცხადა დღეს, 20 იანვარს ვაშინგტონში მყოფმა სალომე ზურაბიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – ღარიბაშვილი პოლიტიკური გვამია, რაც ბიძინამ მშვენივრად იცის – არ ვამბობ, რომ ეპისტოლარულ ჟანრში გადანაცვლება ივანიშვილის ინიცირებული იყო, მაგრამ ახლა ეს უკვე მისი თამაშია, საჭირო მომენტში კობახიძის წინააღმდეგ

თამარ ბუჩუკური: მიშისტების მიტინგიაო ამბობენ. რეალურად საქართველოისტები უნდა შევიკრიბოთ. ვისაც არ მოგწონთ მიშა, თქვენც უნდა იყოთ, მიშას გამო კი არა, თქვენს გამო – მხოლოდ ამ ქვეყნის ევროპული მომავლის გამო