ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კობახიძე: დაუჭამიათ ერთმანეთი, პოპკორნით საყურებელია, რაც ხდება ნაცმოძრაობაში

ამაზე სტანდარტული პასუხი არის, დაუჭამიათ ერთმანეთი, არ ვიცი სხვა რა კომენტარი უნდა გაკეთდეს. მართლა ძალიან კარგი, პოპკორნით საყურებელია, რაც ხდება ნაცმოძრაობაში. რაც უფრო მეტად დაიშლება ეს პარტია, მით უკეთესი.
ზოგადად, მნიშვნელოვანია, რომ არა მხოლოდ პარტია ნაცმოძრაობა, არამედ კოლექტიური ნაცმოძრაობა დაიშალოს - აქეთკენ მიდის პროცესები და ამ ყველაფრის კულმინაცია იქნება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგები, სადაც ყველა დაინახავს, რომ ნაცმოძრაობა იქნება უკიდურესად დასუსტებული და კოლექტიური ნაცმოძრაობა პრაქტიკულად დაიშლება არჩევნების შემდეგ.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.