ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კობახიძე: გვინდა, ვიმუშაოთ ქვეყნის განვითარების 10-წლიან სტრატეგიაზე

კობახიძე: გვინდა, ვიმუშაოთ ქვეყნის განვითარების 10-წლიან სტრატეგიაზე

ქართული ოცნების მთავრობა "ქვეყნის განვითარების 10-წლიან სტრატეგიაზე" მუშაობას იწყებს. ეს ოცნების პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე თქვა.

კობახიძის მტკიცებით, ეს იქნება "კონკრეტული მგზამკვლევი", რომლითაც "უზრუნველყოფენ მომდევნო წლების განმავლობაში ქვეყნის თანმიმდევრულ და სტაბილურ განვითარებას".
"გვინდა დავიწყოთ მუშაობა ქვეყნის განვითარების 10-წლიან სტრატეგიაზე 2026-2035 წლების ჩათვლით. გვინდა, მოვამზადოთ დოკუმენტი, რომელსაც დაეფუძნება ქვეყნის განვითარება ყველა მიმართულებით. ჩემი წარმოდგენით, ეს უნდა იყოს ლაკონური დოკუმენტი, სადაც იქნება გაწერილი ძალიან კონკრეტული ამოცანები და მიზნები და სადაც იქნება გაწერილი უკვე ამ მიზნების განხორციელების და ამოცანების შესრულების ვადები. საზოგადოებისთვის მეტი დეტალი ცნობილი გახდება მოგვიანებით. უახლოეს მომავალში შესაძლებელი გახდება დოკუმენტზე მუშაობის დასრულებაც, გამოქვეყნდება ეს დოკუმენტი. ჩვენ გვექნება კონკრეტული გზამკვლევი, რომლის მიხედვითაც უზრუნველვყოფთ მომდევნო წლების განმავლობაში ჩვენი ქვეყნის თანმიმდევრულ და სტაბილურ განვითარებას"- თქვა კობახიძემ.

არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 31 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.