არქივი8 თებერვალი, 2024, 20:15
კობახიძე: ახალი სტატუსიდან გამომდინარე, აუცილებლად მომიწევს საოკუპაციო ხაზთან ჩასვლა
ჩემი ახალი სტატუსიდან გამომდინარე, აუცილებლად მომიწევს საოკუპაციო ხაზთან ჩასვლა, ბუნებრივია. ეს სტატუსთან არის არსებითად დაკავშირებული. რა თქმა უნდა, მომიწევს ადგილზე ვითარების გაცნობა, მათ შორის, დღეს გვქონდა საუბარი საპარლამენტო განხილვის დროს იმ განსაკუთრებულ საჭიროებებზე, რომლებიც აქვს გამყოფ ხაზთან მცხოვრებ მოსახლეობას. ბუნებრივია, ამით უნდა დავინტერესდეთ და მათ შორის ადგილზე ვიზიტიც იქნება მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ გადაიჭრას მათ წინაშე არსებული პრობლემები.
არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.