კობახიძე: არ შევეხებით თსუ-ის I-II კორპუსებს, სამედიცინოს, სტუ-ის შენობებზე ვიმსჯელებთ

ქართული ოცნების პრემიერმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე სახელმწიფო უნივერსიტეტების შენობების შესაძლო გაყიდვასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა.
მისი თქმით, უნივერსიტეტების შენობებთან დაკავშირებით ზოგადი პრინციპი შემდეგია – “თუ რომელიმე შენობას აქვს განმსაზღვრელი მნიშვნელობა შესაბამისი უნივერსიტეტის იდენტობისთვის, ეს შენობა დარჩება თავის ადგილზე შესაბამისი აკადემიური დატვირთვით”.
მან ასევე თქვა, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შემთხვევაში, არ განიხილება პირველი და მეორე კორპუსების საკითხი, ასევე, თქვა, რომ “არ შეეხებიან” სამედიცინო უნივერსიტეტის შენობას.
რაც შეეხება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, მან თქვა, რომ კონკრეტულ შენობებთან დაკავშირებით ტექნიკური უნივერსიტეტის ხელმძღვანელობასთან მსჯელობა ექნებათ და “შეჯერდებიან საერთო გადაწყვეტილებაზე”.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატის განცხადებით, მისთვის უცნობია, რას უკავშირდება ნია იმნაძის 10 თვის შემდეგ დაკავება, მტკიცებულებებში არ ფიქსირდება „მეტადან“ გამოთხოვილი ინფორმაცია და შესაძლოა უწყებებზე საზოგადოებრივ წნეხს ჰქონდეს ადგილი

გია ჯაფარიძე: ტიპი გამოვიდა, დეპუტატს უწოდებს თავის თავს, და თქვა, დაგეგმილი იყო დენის გათიშვა და განზრახ არ შეგატყობინეთო. ანუ იცოდნენ და გაწირეს ადამიანები. აქ არ გაჩერდა, მე თვითონ ლიფტში გავიჭედე და მიხარიაო